Робота для біженців з України
უფროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: Luca Polare
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას - უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

თუ შენი პროფესია გიყვარს და გსურს შენი ცოდნა ყველაზე ფერად და გემრიელ ბრენდთან მუშაობისას გამოიყენო, მაშინ გაგვიხარდება ჩვენს გუნდში შენი გამოჩენა !

ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება, აღრიცხვა და დაარქივება;
** სალაროს ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვა და კონტროლი-პროდუქციის, ნედლეულის და მასალების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარება პარტნიორებთან, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, დაარქივება;
** Rs.ge- პორტალზე მუშაობა;
** საბაჟო დეკლარაციების, ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების გატარება სააღრიცხვო პროგრამაში;
** საწვავის ხარჯვის აქტების მომზადება, დარიცხვა დაარქივება;
** საჭიროების შემთხვევაში, მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა.
** ზედმიწევნით დაიცვას და შეასრულოს დასაქმებულის საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, კომპანიის შიდა ინსტრუქციები, კომპანიის კორპორატიული სახელმძღვანელო და კორპორატიული ქცევის ნორმები, კომპანიის სხვა შიდანორმატიული დოკუმენტები ან/და ხელმძღვანელის ზეპირი თუ წერილობითი (მათ შორის ელექტრონული ფორმით განხორციელებული) მითითებ (ებ)ი;
** სისტემატურად ადევნოს თვალყური და დეტალურად გაეცნოს კომპანიის შესაბამის შიდანორმატიულ დოკუმენტებს ან/და ცვლილებებს ამ დოკუმენტებში, საქმის კურსში იყოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლეების თაობაზე;
** ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობების მოვალეობ (ებ)ის სრულყოფილად შესრულების მიზნით, შეასრულოს ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებები;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამები (უამღლესი დონე);

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული;
** დროისა და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა;
** სასიამოვნო, გუნდურ, მეგობრულ სამუშაო გარემოს;

განაცხადი გამოგვიგზავნე hr@lucapolare.com -ზე და სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება "უფროსი ბუღალტერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 16 აგვისტო, 2025 წელი

კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარეს" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარეს" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარეს" .კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე