დასახელება:
გაყიდვებისა და პროექტების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Aura Concept
|
გამოქვეყნდა: 16 ივლისი
/ ბოლო ვადა: 16 აგვისტო
|
"Aura Concept"- ი არის პრემიუმ კლასის ინტერიერის, იტალიური ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენთან წარმოდგენილი ბრენდები გამოირჩევა მაღალი ხარისხით და ემოციური დიზაინით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
გაყიდვების მენეჯერის პოზიცია ითვალისწინებს სრულ სამომავლო პასუხისმგებლობას გაყიდვების სტრატეგიული დაგეგმვის, მიზნობრივი შედეგების მიღებისა და კლიენტებთან ურთიერთობების სისტემურ მართვას. გაყიდვების მენეჯერი მნიშვნელოვანი რგოლია კომპანიის განვითარების, ბრენდის პოზიციონირებისა და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესების პროცესში. გამართული საკომუნიკაციო უნარები ძალზე მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობისას.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური დამკვეთების მოძიება, გაყიდვების წლიური და კვარტალური გეგმის შედგენა და შესრულების მონიტორინგი;
** დიზაინერებთან თანამშრომლობა და შესაბამისი პროდუქციის ოპტიმალური შეთავაზება პროექტებისთვის.
** კლიენტებთან ურთიერთობის სტრატეგიული დაგეგმვა, პარტნიორული გარიგებების შეთანხმება და პროექტების მართვა;
** ბაზრის ტენდენციების და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი;
** პროდუქციის სწორი პრეზენტირება და კონსულტაციები შოურუმსა და B2B პარტნიორებთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი) მარკეტინგის, ბიზნესის, ეკონომიკის, მასობრივი კომუნიკაციასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით; (ან სხვა მომიჯნავე სპეციალობით)
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სტრატეგიულ მენეჯმენტში; (პრიორიტეტი მიენიჭება ავეჯისა და დეკორის მიმართულებით გაყიდვების სამუშაო გამოცდილებას)
** გამართული ვერბალური და წერითი უნარები ქართულ ენაში. ინგლისური და რუსული ენის პროფესიულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. (სასურველია ასევე იტალიური ენის ცოდნა)
** ძლიერი ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარები;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარები
** გაყიდვების პრინციპების, ტექნიკისა და პროცესების ცოდნა.
ჩვენი შეთავაზება და ბენეფიტები:
** ფიქსირებული ხელფასი (2, 000 ლარი) და ბონუს სისტემა მიზნობრივი შედეგების მიხედვით;
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სისტემური ტრენინგები, პროფესიული გადამზადების პროგრამები და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
** მონაწილეობა საერთაშორისო ვორქშოფებსა და გამოფენებში;
** მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო.
სამუშაო დრო და ლოკაცია:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00 საათამდე; ერთი საათი შესვენება
** სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. # 6.
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოხსენებულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@auraconcept.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი - Aura Concept" წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|