დასახელება:
ტექნიკოს-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ჯიესენი
|
გამოქვეყნდა: 16 ივლისი
/ ბოლო ვადა: 16 აგვისტო
|
"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) 2011 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და სალარო აპარატების, POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორია.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს http://www.gsn.ge
"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ქალაქ გორში აცხადებს ვაკანსიას ოპერატორ-ტექნიკოსის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
არ ვითხოვთ მრავალწლიან სამუშაო გამოცდილებას, სასურველია კანდიდატს გააჩნდეს შემდეგი ცოდნა/კომპეტენციები:
** გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება
** კომპიუტერთან მუშაობის და სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office, Internet, e-mail).
** სასურველია კანდიდატს გააჩნდეს გაყიდვების ან მარაგების პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ტექნიკური განათლება
** რუსული ან ინგლისურ ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
კანდიდატს დამსაქმებელი გაატარებს სრულ სატრენინგო კურსს, რაც იქნება ანაზღაურებადი.
სათანადო სატრენინგო პერიოდის გავლის შემდეგ დასაქმებულს უნა შეეძლოს:
** კომპანიის პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და სერვისების შესახებ სრული ცოდნა და მომხმარებლისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
** პრობლემისა იდენტიფიცირება, კლიენტის მოთხოვნის გამოვლენა და შესაბამისი სერვისის შეთავაზება
** გაყიდვებთან და სალარო აპარატის რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება პროგრამა ERP-ის მეშვეობით (შაბლონური ხელშეკრულების გაფორმება, გაყიდვების პროგრამული გაფორმება).
** საკონტროლო სალარო აპარატის ნაწილების იდენტიფიცირება, დაზიანებული ნაწილის შეცვლა ან სხვა ისეთი პროცედურის ჩატარება რაც არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიული Fitpass
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ანაზღაურება 800 ლარი+ გაყიდვების მაღალი ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე 02 აგვისტოს ჩათვლით გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsn.ge და ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ოპერატორ-ტექნიკოსი".
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|