Робота для біженців з України
ლოგისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: გრინვეი ლოჯისტიკ
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
"გრინვეი ლოჯისტიკი" არის სრულმასშტაბიანი ლოგისტიკური კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ლოგისტიკის სრულ ციკლს ჩინეთში, ევროპაში, თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში. კომპანია დაარსდა 2012 წელს და დღეის მდგომარეობით ფლობს ფილიალს სლოვაკეთში და საწყობს ჩინეთში. მომავალში იგეგმება საწყობების გახსნა ევროპაშიც. გახსნის პროცესშია საწყობი ლილოში, სადაც "გრინვეი ლოჯისტიკი" განახორციელებს ოპერირებას.

ლოგისტიკის ინდუსტრიაში "გრინვეი ლოჯისტიკს" უკავია მოწინავე პოზიცია და ქმნის ახალ ტექნოლოგიებს და ინოვაციურ სტანდარტებს საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვაში.

უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ლინკს: http://www.gwl.gw

შპს "გრინვეი ლოგისტიკი" ეძებს გუნდის ახალ წევრს შვილობილი კომპანიისთვის ლოგისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** ეფექტურ საბონუსე სისტემას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

მოვალეობები:

** დეპარტამენტში არსებული ტვირთების მიწოდების პროცესის შეუფერხებლად და ეფექტურად ორგანიზება და მართვა;
** ლოგისტიკური გუნდის ხელმძღვანელობა და განვითარება;
** თანამშრომლების განვითარება და მოტივაცია;
** გადამზიდავ კომპანიებთან, სააგენტოებთან და პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
** საერთაშორისო და ადგილობრივი სახმელეთო გადაზიდვების ორგანიზება და კონტროლი;
** სატრანსპორტო დოკუმენტაციის (CMR, AWB, Bill of Loading) მართვა და მონიტორინგი მთელი, ტვირთის თანმხლები დოკუმენტაციის (ინვოისები, შეფუთვის ფურცელი, წარმოშობის სერთიფიკატი, ფიტოსერტიფიკატი, ვეტერინარული სერტიფიკატი, სადაზღვევო პოლისები და სხვა) კონტროლი;
** დოკუმენტებში სწორი და ზუსტი ინფორმაციის მითითება;
** მიტანის ვადების, უსაფრთხოების სტანდარტებისა და ტვირთვის დაზღვევის კონტროლი;
** პოტენციური პარტნიორების მოძიება, ბაზარზე ფასების ცვლილების მონიტორინგი, ტენდენციების გათვალისწინება;
** ხარჯების ოპტიმიზაცია და ეფექტური ლოჯისტიკური გადაწყვეტილებების შემუშავება;
** პრობლემური სიტუაციების დროული იდენტიფიცირება, გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიება და გადაწყვეტილებების მიღება (დაგვიანება, ტვირთის დაზიანება და სხვა);
** ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან დეპარტამენტის მიერ შესრულებული ოპერაციების შესახებ;
** ლოჯისტიკური პროცესების გაუმჯობესებაზე რეკომენდაციების შემუშავება;
** ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე სახმელეთოს მიმართულებით;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** CRM-ის ERP სისტემის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გუნდური;
** შედეგზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომერზე 595 117 136 ან გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: vacancy@gwl.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ლოგისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "გრინვეი ლოგისტიკი" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "გრინწეი ლოგისტიკი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.

შპს "გრინვეი ლოგისტიკი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე