დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ROMAN Georgia
|
გამოქვეყნდა: 16 ივლისი
/ ბოლო ვადა: 01 აგვისტო
|
ROMAN-ი არის ქალის ტანსაცმლის პრემიუმ კლასის თურქული ბრენდი, რომელიც საკმაოდ წარმატებულად ოპერირებს თურქეთში, სადაც აქვს 100-მდე მაღაზია.
ROMAN ასევე წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, ქალაქ თბილისსა და ბათუმში.
მისამართები:
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. 2/4 სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი"
ქ. ბათუმი, აბაშიძე/მაზნიაშვილის 13/3
მაღაზია ROMAN აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში, ს/ც "გალერია თბილისი".
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება:
** სასურველია სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ფლობა სავალდებულოა;
** კომუნიკაბელური;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინარული;
** პუნქტუალური;
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის ცოდნა;
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა;
განაკვეთი:
** სრული 7 საათიანი სამუშაო ცვლა, ერთი საათი შესვენება, კვირაში ერთი დღე დასვენება.
** ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე: romangeorgia.galleria@gmail.com
გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 1 აგვისტო.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
შპს "აი ენდ თის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "აი ენდ თი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ შპს "აი ენდ თის" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს "აი ენდ თის" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|