Робота для біженців з України
დისპეტჩერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისპეტჩერი
მომწოდებელი: ნამი 8
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
ინფორმაცია ჰოლდინგის შესახებ: კომპანია "TSUR GROUP", არის ქართულ-ებრაული კომპანია, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის მოწინავე კომპანიებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/

"ნამი 8" ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და ორიენტირებულია წყლის მოხმარების ქცევის ცვლილებაზე. კომპანია "ნამი 8"უზრუნველყოფს თქვენთვის სუფთა და გაფილტრული მაღალი ხარისხის სასმელი წყლის უწყვეტ მოწოდებას, როგორც თქვენი ოფისებისთვის ასევე სახლებისთვის. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://nami8.ge/

კომპანია "ნამი 8"-ში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს დისპეტჩერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** აქტიურ/დინამიკურ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
** ზრდის და განვითარების მაღალ შესაძლებლობას;
** კეთილმოწყობილ ოფისს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის #13
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება: 1500

მოვალეობები:

** კომპანიის პოლიტიკის და სერვისის შესაბამისად, შესაბამისი კომუნიკაციის წარმოება კომპანიის ტექნიკურ გუნდთან;
** ტექნიკური ჯგუფის მართვა-მონიტორინგი;
** ტექნიკური ჯგუფისთვის გრაფიკების შექმნა. მათი ყოველდღიური და ყოველთვიური მომსახურების გაწერა/კონტროლი;
** მომხმარებელთა მხარდაჭერის და გაყიდვების გუნდიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ტექნიკური ჯგუფისთვის გადაცემა.
** საწყობთან სწორი ინფორმაციის გადაცემა და მიღება.
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

ჩვენი მოთხოვნებია:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება იდენტურ პოზიციაზე.
** MS Office- ცოდნა.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@nami8.ge

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "დისპეტჩერი"

გისურვებთ წარმატებას!

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე