დასახელება:
ელ.დამტვირთავის მძღოლი
|
მომწოდებელი:
ლაქტალის ჯორჯია - სანტე
|
გამოქვეყნდა: 16 ივლისი
/ ბოლო ვადა: 30 ივლისი
|
"ლაქტალის ჯორჯია" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას ელ.დამტვირთავის მძღოლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ;
განაკვეთი: 10:00-19:00 საათი;
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში პროდუქციის მიღებისას მიღებული პროდუქციის დაბინავება;
** საწყობიდან პროდუქციის გაცემისას პროდუქციის გატანა და სადისტრიბუციო მანქანაში ჩატვირთვა;
** პროდუქციის სწორი განლაგება-დასაწყობება;
** ელექტრო დამტვირთავის გამოყენება დადგენილი ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით;
** საწყობში ტემპერატურული რეჟიმისა და ჰიგიენური წესების დაცვა და კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით დამატებითი ფუნქციების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ge.lactalis.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება ან დარეკოთ ნომერზე: 591 12 83 61 ან 032 2 241 241.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2025 წლის 30 ივლისი
გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.
|
|
|
|