Робота для біженців з України
უმცროსი თაღლითობის ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი თაღლითობის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: Tech25
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
შპს "ტექ25" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი თაღლითობის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი/ჰიბრიდული;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სინდიკატების, ბონუსების ბოროტად მომხმარებელი პირებისა და ჯგუფების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება, ანგარიშებისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე.
** კომპანიისა და დეპარტამენტის პოლიტიკებისა და პროცედურების გათვალისწინებით მოქმედება და მათი ეფექტური დანერგვის ხელშეწყობა, ყოველდღიურ ოპერაციებში.
** თაღლითობის გამოვლენილი შემთხვევების შეგროვება და მართვა.
** თაღლითობის შემთხვევებისა და მათი ფინანსური გავლენის შესახებ ზუსტი და სრულყოფილი ანგარიშგების უზრუნველყოფა.
** მომხმარებელთა ფინანსური მონაცემებისა და ქცევის ანალიზი, მაღალი რისკის მქონე ანგარიშების იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების მიღება.
** პრობლემური და მოწყვლადი მიმართულებების გამოვლენა და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა
** Microsoft Excel-ის ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება IGaming ინდუსტრიაში

სხვა მოთხოვნები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სისხარტე მუშაობაში

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტის მისამართზე: support@bet25.com.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "Junior Fraud Analyst".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე