Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ნიკს ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
NIKS Holding არის დინამიურად მზარდი კომპანია, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ მიდგომებსა და უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს სხვადასხვა სფეროში. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საერთაშორისო ვაჭრობას, ლოგისტიკას, წარმოებასა და სამომხმარებლო პროდუქციის სექტორს.

NIKS Holding-ში დასაქმებული ადამიანები ქმნიან მრავალფეროვან, მოტივირებულ და პროფესიონალთა გუნდს. ჩვენი ძალა ადამიანებშია - გუნდში, რომელიც იზიარებს განვითარების საერთო ხედვას და ქმნის სტაბილური ზრდის საფუძველს.

ვაკანსია: შესყიდვების სპეციალისტი
კომპანია: NIKS Holding / Georgian Glass Market (GGM)
მდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00

ძირითადი მოვალეობები:

მოთხოვნების მიღება და დამუშავება:

** კომპანიის შიდა განყოფილებიდან შესყიდვების მოთხოვნების მიღება.
** საჭიროების ანალიზი და პრიორიტეტების განსაზღვრა.

მომწოდებლების მოძიება და შერჩევა:

ბაზრის კვლევა და პოტენციური მომწოდებლების იდენტიფიცირება.

შესყიდვების პროცესის მართვა:

** შეკვეთების გაფორმება.
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება და დაარქივება.
** მიწოდების ვადებისა და პირობების კონტროლი.
** შეფერხებებისა და გადაცდომების დაფიქსირება და რეაგირება.

თანამშრომლობა შიდა და გარე მხარეებთან:

** სხვადასხვა განყოფილებებთან მუდმივი კომუნიკაცია მოთხოვნების და სპეციფიკაციების დაზუსტებისთვის.
** ურთიერთობა მომწოდებლებთან: ფასების შესახებ მოლაპარაკება, ხარისხის კონტროლი და ყოველდღიური სამუშაო საკითხების მენეჯმენტი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1 დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სხარტი აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის და სწრაფად რეაგირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარები;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარები.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
** თანამედროვე და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მენეჯმენტის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერასა და უკუკავშირს;
** კარიერული ზრდის პერსპექტივას.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@niksholding.com და სათაურის ველში მიუთითეთ: ვაკანსიის დასახელება - თქვენი სახელი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 14 აგვისტო, 20205.

შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეზიუმეს) შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე