Робота для біженців з України
გაყიდვების ოპერაციების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ოპერაციების მენეჯერი
მომწოდებელი: Big Click
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
"Big Click"-ში ვეძებთ გაყიდვების ოპერაციების მენეჯერს, რომელიც ააგებს და უხელმძღვანელებს მაღალპროდუქტიულ გაყიდვების ინფრასტრუქტურას.

ჩვენ სწრაფად მზარდი, მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია ვართ, რომელიც ოპერაციულ სრულყოფილებასა და უწყვეტ ინოვაციებზე აკეთებს აქცენტს. თუ გიყვარს ორგანიზება, ლიდერობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა - ეს პოზიცია შენთვისაა.

შენ იქნები პასუხისმგებელი შემდეგზე

გაყიდვების გუნდის გაძლიერება და განვითარება

** გაყიდვების ახალი წარმომადგენლების ტრენინგი და 90-დღიანი ონბოარდინგის პროგრამის ხელმძღვანელობა
** ლაივ და ასინქრონულ ფიდბექ სესიების ჩატარება რეალურ გაყიდვების სცენარებზე დაყრდნობით
** გაყიდვების ანალიზისა და გაუმჯობესების გეგმების მიწოდება კონკრეტული მაგალითებით თითოეული გაყიდვის მენეჯერისთვის
** ინდივიდუალური პროგრესის თვალყურის დევნება და პერსონალიზებული განვითარების სტრატეგიების შემუშავება

ლიდების მართვის კონტროლი

** ყველა შემომავალი ლიდის მონიტორინგი დროული და თანმიმდევრული რეაგირებისთვის
** გაყიდვების კონტენტის, სამუშაო პროცესების და გაყიდვების პროცესის აუდიტი და საუკეთესო პრაქტიკებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** გუნდურ დონეზე ლიდების სტატუსის რეპორტინგი (პასუხგაცემული, მოლოდინში მყოფი, კონვერტირებული და სხვ.)

გაყიდვების ანალიტიკა და რეპორტინგი

** ყოველკვირეული და ყოველთვიური გაყიდვების გუნდის რეპორტინგი (დაჯავშნის რაოდენობა, ლიდზე რეაგირების დროები და სხვა)
** გაყიდვების გუნდის ხარისხობრივი ანალიზის შედგენა
** მენეჯმენტთან პარტნიორობა გაყიდვების სტრატეგიის გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციისთვის

გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა და დოკუმენტაცია

** ეს როლი იქნება გუნდის საკვანძო კონტაქტი პროცესების, თულების და ოპერაციული საკითხების შესახებ
** რეალურ დროში მხარდაჭერა შაბათ-კვირას და სეზონური პიკის დროს (წელიწადში დაახლოებით 4 თვე)
** გაყიდვების ყველა პროცედურის (SOP), სახელმძღვანელოს და დოკუმენტაციის მართვა და განახლება Notion-ში
** გაყიდვების გუნდისთვის საჭირო რესურსებზე სწრაფი წვდომის უზრუნველყოფა

თუ შენ

** გაქვს 3-5+ წელზე მეტი გამოცდილება გაყიდვების ოპერაციებში, შიდა გაყიდვებსა ან მომხმარებელთა წარმატების მართვაში
** შეგიძლია გუნდის წახალისება და პროდუქტიულობის გაუმჯობესება ზედმეტი მიკრო კონტროლის გარეშე
** ხარ სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარის მქონე
** გიყვარს პროცესების შექმნა და დანერგვა
** ფლობ ინგლისურ ენას და კარგად ერკვევი ისეთ თულებში როგორიცაა: Google Workspace, Notion, CRM პლატფორმები (მაგ. Salesforce), Slack

მაშინ ეს როლი შენთვისაა!

რატომ უნდა შემოგვიერთდე?

** შენ მხოლოდ პროცესებს არ მართავ - შენ შიდა ტრანსფორმაციას უძღვები.
** შენ გახდები კოლაბორაციული, მოქნილი გუნდის ნაწილი, რომელსაც შეუძლია აშენოს, გაზარდოს და იქონიოს რეალური გავლენა კომპანიის პროგრესზე და მომხმარებლის გამოცდილებასა

ანაზღაურება და პირობები

** თვიური ანაზღაურება: $1, 000 აშშ დოლარი
** ბონუსის შესაძლებლობები: შესრულებაზე დამოკიდებული
** გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, დღეში 8 საათი (სეზონის დროს საჭიროებისამებრ შაბათ-კვირაც)
** სამუშაო ფორმატი: დისტანციური

გამოაგზავნე შენი რეზიუმე მისამართზე people@ziptozipmoving.com — მოუთმენლად ველით შენს გაცნობას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე