Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=650533&print=yes&view=jobs
 
ანტრეპრენერული განათლების პროგრამა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანტრეპრენერული განათლების პროგრამა
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU აგრძელებს ღია კონკურსს სრულად დაფინანსებულ ანტრეპრენერული განათლების პროგრამაზე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT). კონკურსში მონაწილეობა შეუძლია SEU-ს აკადემიურ პერსონალს ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ან ამ სფეროს ნებისმიერ წარმომადგენელს, ვინც მომავალში SEU-ს აფილირებული აკადემიური პერსონალი გახდება.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან MIT-ის "დისციპლინირებული ანტრეპრენერობის ჩარჩოებს", სიღრმისეულად გაეცნობიან და შეისწავლიან "დისციპლინირებული ანტრეპრენერობის 24 ნაბიჯის და 15 სტარტაპ-ტაქტიკის მეთოდოლოგიას". ასევე, გაეცნობიან MIT-ის სამეწარმეო ცენტრის სტარტაპ აქსელერატორებს და პროგრამებს.

აღნიშნული ტრენინგი ჩატარდება 2026 წლის 12 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებს დაუფინანსდებათ პროგრამაში მონაწილეობის, მგზავრობის და საცხოვრებლის ხარჯი.ს

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ჩამოთვლილი დოკუმენტები ატვირთეთ ბმულზე

სააპლიკაციო დოკუმენტაცია ინგლისურ ენაზე:

** პასპორტის ასლი;
** CV;
** სამოტივაციო წერილი;
** ინგლისური ენის (B2/C1) დონის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
** სასურველია აკადემიურ-საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილება;
** სტარტაპ ეკოსისტემის ცნობა და მისი განვითარების სურვილი;
** მაგისტრის ხარისხი.

კანდიდატების შერჩევა მოხდება მიღებული დოკუმენტებისა და გასაუბრების საფუძველზე. საბუთების მიღების ვადა: 15 ივლისი - 31 ივლისი, 18:00 საათი, 2025 წელი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: exchange@seu.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია