Робота для біженців з України
სასაწყობე მეურნეობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასაწყობე მეურნეობის სპეციალისტი
მომწოდებელი: დიო
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
შპს "დიო" 29 წელია წამყვანი კომპანიაა საქართველოში ფარდა-ჟალუზების, კარ-ფანჯრების, მზისგან დამცავი სისტემების წარმოებაში. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები.

"დიო" -ს წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად.

"დიო" -ში 2004 წლიდან ISO 9001 -ს ხარისხის მართვის სისტემაა დანერგილი და ფუნქციონირებს წარმატებით.

შ.პ.ს "დიო" აცხადებს ახალ პოზიციას სასაწყობე მეურნეობის სპეციალისტის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად გავაგრძელოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, ფარსადანის ქ N 3. სათავო ოფისი.
ექვემდებარება: სასაწყობე მეურნეობის ხელმძღვანელს
სამუშაო განაკვეთი: სრული

სახელფასო ანაზღაურება: გამომუშავებით, საშუალოდ 1800 ლარი

ჩვენთან გელოდებათ:

** 5 დღიანი სამუშაო კვირა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კვებით უზრუნველყოფა
** წახალისების სისტემა
** მეგობრული გუნდი
** კომფორტული სამუშაო გარემო

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი, ან პროფესიული განათლება სამშენებლო, არქიტექტურული, საინჟინრო, საქონელმცოდნეობის, ან მონათესავე დარგის მიმართულებით
** აღრიცხვიანობის, კომპ. პროგრამების ცოდნა,
** სასურველია კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა "1C"-ის ცოდნა,
** ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის, მატერიალური აღრიცხვის, ინვენტარიზაციის ჩატარების შესაძლებლობა

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვა
** დეტალებზე ორიენტირება
** კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარი, მოქნილობა, კრეატიულობა, სტრატეგიულად აზროვნების შესაძლებლობა. პროექტების ეფექტურად მართვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი
** ინიციატივის გამოვლენა, დამოუკიდებლად მოქმედების უნარი.

თქვენი ძირითადი მოვალეობებია:

** ნედლეულის და მასალების მიღება მატერიალურ საწყობში, დოკუმენტაციის გაფორმება,
** საწყობში არსებული გადასამუშავებელი მასალების ნაშთების კონტროლი,
** მიღება-ჩაბარების ოქმების შედგენა და ბუღალტერიაში გადაგზავნა,
** მიღებული მასალების დასაწყობება-დალაგების უზრუნველყოფა,
** საჭირო მასალების მიწოდება-გადაცემა წარმოებაში,
** წარმოებიდან მიღებული ნარჩენის მიღება საწყობში,
** მასალების სწორი დასაწყობების უზრუნველყოფა,
** კლიმატის კონტროლის უზრუნველყოფა დასაწყობებული პროდუქტისთვის, მონიტორინგი და ჩანაწერების გაკეთება (თუ საჭიროა),
** გადატვირთვის ოპერაციებში მონაწილეობის მიღება,
** გაცემული საქონლის აღწერა და მიღება-ჩაბარების ოქმების შედგენა
** საწყობში არსებული ნარჩენების დროული გადატვირთვის ორგანიზება.

თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველოდებით თქვენს CV-ს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე სათაურის jobs@dio.ge ველში აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება: სასაწყობე მეურნეობის სპეციალისტი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 10 აგვისტო.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება სატელეფონო მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება გასაუბრება.

შ.პ.ს "დიო" ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. ვადასტურებთ, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გაცნობებთ, რომ კომპანია "დიო" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუგვიანეს 3 წლისა. შესაძლოა კომპანიამ დაამუშაოს კანდიდატის შესახებ ინფორმაცია და გამოიყენოს სამომავლო ვაკანსიაზე.

თუ არ გსურთ თქვენი პერსონალური მონაცემები ინახებოდეს ჩვენთან, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობით შემდეგ მისამართზე: jobs@dio.ge მომართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა თქვენი პირადი მონაცემები განადგურდება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე