Робота для біженців з України
სკოლის ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სკოლის ფსიქოლოგი
მომწოდებელი: სკოლა ლილე
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
შპს სკოლა "ლილე" აცხადებს ვაკანსიას სკოლის ფსიქოლოგის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომელს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება სკოლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაეხმარება მოსწავლეებს ფსიქო-ემოციური კეთილდღეობის გაძლიერებაში.

მდებარეობა: თბილისი, ნოდარ დუმბაძის გამზირი N33
სამუშაო განაკვეთი: ყოველ სამუშაო დღეს 10:00 - 15:30

ძირითადი მოთხოვნები:

** ფსიქოლოგიის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი (სასურველია მაგისტრის ხარისხი)
** მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება ფსიქოლოგიის მიმართულებით (სასურველია საგანმანათლებლო სისტემაში)

ძირითადი მოვალეობები:

** სკოლაში ჰარმონიული და ჯანსაღი გარემოს ხელშეწყობა
** მოსწავლეების ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და ინდივიდუალური კონსულტაციები
** სკოლაში არსებული ფსიქო-ემოციური ფონის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება
** მშობლებთან და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებისა და ლექციების ჩატარება
** მასწავლებლებისთვის ტრენინგებისა და სემინარების ორგანიზება
** სკოლის განვითარებაზე აქტიური ზრუნვა ფსიქოლოგიური კუთხით
** დოკუმენტაციის წარმოება მოქმედი წესების შესაბამისად

დამატებითი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი ემოციური ინტელექტი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@lile.edu.ge

ტელ: 574114147
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე