Робота для біженців з України
საგამომცემლო უფლებებისა და ავტორებთან ურთიერთობების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგამომცემლო უფლებებისა და ავტორებთან ურთიერთობების მენეჯერი
მომწოდებელი: Litup
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
"Litup" აცხადებს ვაკანსიას საგამომცემლო უფლებებისა და ავტორებთან ურთიერთობების მენეჯერის პოზიციაზე.

"Litup" - წიგნების ონლაინ მაღაზია და ბუტიკური გამომცემლობა, რომელიც ამჟამად ფოკუსირებულია საქართველოზე და გეგმავს გაფართოებას სომხეთსა და აზერბაიჯანში.

განაკვეთი: არასრული (60%)
სამუშაო ადგილი: თბილისი

რატომ გვჭირდება ეს პოზიცია.

ვეძებთ ადამიანს, რომელიც კარგად იცნობს საქართველოს საგამომცემლო ბაზარს, და სურვილი აქვს იმუშაოს სამხრეთ კავკასიის რეგიონზეც.

თქვენი ძირითადი ამოცანებია:

** მოიძიოთ და მოიპოვოთ პერსპექტიული ქართველი ავტორების ინგლისურენოვანი და რეგიონული საავტორო უფლებები (ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია).
** კომპანიის ზრდასთან ერთად, აღმოაჩინოთ და მხარი დაუჭიროთ სომეხ და აზერბაიჯანელ ავტორებს.
** უზრუნველყოთ, რომ თითოეული კონტრაქტორი ავტორის წიგნი მიწვდეს მკითხველს (თარგმანიდან დაწყებული, გამოცემით დამთავრებული, სრული პროცესის კოორდინაციით)

რას ველოდებით პირველ წელს:

** მინიმუმ 12 წიგნის საავტორო უფლებების შეთანხმება, რომელთაგან 6 ან მეტი უნდა იყოს საქართველოდან.
** 8 წიგნის გამოცემა როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმატით -საშუალოდ 2 წიგნი კვარტალში.
** ისე დაგეგმოთ და განახორციელოთ საქმიანობა, რომ პირველი გამოცემიდან 9 თვეში კომპანიამ შეძლოს დაიბრუნოს თქვენს ხელფასზე გაწეული ხარჯი.

რა იქნება თქვენი მოვალეობები (დაახლოებით 60% სამუშაო დრო, მოქნილი გრაფიკი)

** მოიძიოთ და მოილაპარაკოთ საავტორო უფლებებზე ავტორებთან, აგენტებთან, გამომცემლებთან და მემკვიდრეებთან - ძირითადად საქართველოში (ეტაპობრივად კი - სამხრეთ კავკასიაშიც).
** იურისტთან ერთად შეადგინოთ ხელშეკრულებები ბეჭდური, ელექტრონული და აუდიო ფორმატებისთვის ქართულ და ინგლისურ ენებზე.
** დაგეგმოთ და გააკონტროლოთ წიგნის მომზადების პროცესი - ტექსტის გადაცემა, თარგმნა, დიზაინი და საბოლოო ვადების დაცვა.
** გამოიყენოთ Litup-ის შიდა ანალიტიკური ხელსაწყოები (მაგ. AI-ზე დაფუძნებული შეფასება, გაყიდვების დაფები) კომერციულად საინტერესო წიგნების შესარჩევად.
** დაამყაროთ პარტნიორული ურთიერთობები ქართულ დისტრიბუტორებთან/გამომცემლებთან, და თანდათან მოამზადოთ ბაზა რეგიონული პარტნიორობისთვის (სომხეთში, აზერბაიჯანში).

ვინ გვჭირდება:

** ადამიანი, რომელსაც აქვს საავტორო უფლებებთან, რედაქციასთან ან ლიტერატურულ სააგენტოსთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ქართულისა და ინგლისურის ცოდნა სავალდებულოა; სომხური ან აზერბაიჯანული ჩაითვლება უპირატესობად, მაგრამ სავალდებულო არაა.
** მინიმუმ 5 წარმატებული გარიგება საავტორო უფლებებზე - გთხოვთ, რეზუმეს თან დაურთოთ მოკლე სია (წიგნი, ავტორი, წელი, თქვენი როლი).
** მზადყოფნა იმუშაოთ არასრულ განაკვეთზე (დაახლოებით კვირაში 3 დღე), მოქნილი გრაფიკითა და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომით.
** გქონდეთ კარგი კონტაქტები საქართველოს საგამომცემლო სივრცეში; რეგიონული კავშირები დამატებით უპირატესობად ჩაითვლება.

ანაზღაურება და ზრდის პოტენციალი:

** ყოველთვიური ფიქსირებული და კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით, ხოლო 7 თვის შემდგომ ზრდის პერსპექტივა (შესრულებულ სამუშაოზე დაყრდნობით).
** 6%-იანი ჰონორარი თქვენ მიერ დაკონტრაქტებული წიგნების გაყიდვებიდან (Litup-ის წმინდა/net შემოსავლიდან), კვარტალურად, ლიმიტის გარეშე.
** მოგზაურობის დაფინანსება წიგნის საერთაშორისო გამოფენაზე დასასწრებად (მაგალითად, ლონდონი ან ფრანკფურტი) - თუ წლის გეგმური მიზნები სრულდება.

შერჩევის პროცესი:

გთხოვთ, 2025 წლის 2 აგვისტომდე გამოგვიგზავნოთ:

** თქვენი რეზიუმე
** მოკლე ცხრილი თქვენი ბოლო გარიგებების შესახებ (წიგნი, ავტორი, წელი, თქვენი როლი)
** მოკლე ტექსტი იმ ქართველი ან სამხრეთ კავკასიელი ავტორის შესახებ, რომელსაც Litup-ს შესთავაზებდით და რატომ (საშუალოდ 150 სიტყვა).

ელფოსტა: tinatin.m@litup.ge

საგნის ველში მიუთითეთ: Rights Manager - [თქვენი სახელი]

შერჩეულ კანდიდატებს შევთავაზებთ ანაზღაურებად 2-დღიან სატესტო დავალებას. პირველი გასაუბრებიდან 2 კვირაში კი გავუზიარებთ საბოლოო შეთავაზებას/კონტრაქტს.

"Litup" არის თანასწორი შესაძლებლობების დამსაქმებელი. ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტია საქართველოს საგამომცემლო გამოცდილება, თუმცა ასევე მივესალმებით კანდიდატებს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომლებიც მზად არიან ადგილობრივი წიგნები გააცნონ ინგლისურენოვან სამყაროს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე