დასახელება:
სამუშაოთა მწარმოებელი
|
მომწოდებელი:
ბეგიგროს გრუპ
|
გამოქვეყნდა: 16 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
სამშენებლო კომპანია "ბეგიგროს გრუპ" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე დაბა ბაკურიანში
სამუშაო პირობები: 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00-მდე; შაბათი-კვირა დასვენება.
ანაზღაურება: შეთანხმებით
ადგილმდებარეობა: დაბა ბაკურიანი
შესასრულებელი სამუშაოების აღწერილობა:
** სამშენებლო ობიექტზე შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა და მართვა;
** ობიექტის ადგილზე დათვალიერება მოკვლევა, საჭიროების შემთხვევაში ცვლილების ინიცირება წერილობითი ფორმით;
** სამუშაოთა წარმოების ჟურნალის წარმოება და ფარული სამუშაოების აქტების
ფორმირება;
** მშენებლობის პროცესში კონტრაქტორ კომპანიასთან ურთიერთობა და შესრულების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტზე სამუშაოთა შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება და რეპორტინგი;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
** სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;
** ტაბელის წარმოება;
** მშენებლობის პროცესის წარმართვა საქართველოს მშენებლობის კანონმდებლობის სტანდარტების დაცვით;
** ხელსაწყოების, აღჭურვილობის, სამუშაო სივრცის ზედამხედველობა, მართვა;
** საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება
პოზიციისთვის საჭირო სამუშაო გამოცდილება და უნარები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით - სამშენებლო, საინჟინრო და ა.შ.;
** სამშენებლო სამართლებრივი ნორმების და უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: begigros@gmail.com; სათაურის ველში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება. განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 31 ივლისი.
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|