Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Cat Products Georgia
გამოქვეყნდა: 16 ივლისი / ბოლო ვადა: 16 აგვისტო
"Cat Products Georgia" - კატერპილერის და ულეფონის მობილური ტელეფონების და საათების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში აცხადებს გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიას სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისში" მოქმედი სტენდისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს საიტს http://www.catproducts.ge ან FB გვერდს Cat Products Georgia

სამუშაო საათები: 10:00 - 16:00 ან 16:00 - 22:00 შაბათ-კვირის ჩათვლით.

საათების გადანაწილება ასევე შესაძლებელია მენეჯმენტთან და მეორე კონსულტანტთან შეთანხმებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის შეთავაზება, გაყიდვა, მომხმარებლისთვის განვადების ინვოისის შევსება, სტენდის დალაგება და წესრიგის დაცვა. აუცილებელია კომპანიის პროდუქციის ზედმიწევნით შესწავლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სალარო აპარატთან და ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
** სალაპარაკო ინგლისურის ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა;
** სამუშაო გამოცდილების არქონის შემთხვევაში აუცილებელი იქნება სტაჟირება სამუშაოს სპეციფიკის შესასწავლად.

ხელფასი: 600 ლარი ხელზე, მოქმედებს დამატებითი საბონუსე სისტემა
კომპანია სრულად ფარავს საპენსიო ფონდის ხარჯებს.

გთხოვთ რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ მეილზე: z.asatiani@catphones.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე