Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=650425&print=yes&view=jobs
 
საწყობის მტვირთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მტვირთავი
მომწოდებელი: მიჰაუსი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
"მიჰაუსი" - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60, 000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მიჰაუსი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მტვირთავის პოზიციაზე:

ადგილმდებარეობა: ვაზისუბანი, ჰუალინგ პლაზა
ანაზღაურება: 1000 ლარი
გრაფიკი: 2 დღიანი ცვლა - კვირაში 40 სამუშაო საათი

დღის განმავლობაში თქვენი საქმე იქნება:

** მომხმარებლის ოპერატიული მომსახურება;
** საქონლის მისაღებად (გასაცემად) აუცილებელი ინვენტარის მომზადება;
** შემოსული (გასაცემი) ტვირთის დაცლა (დატვირთვა) კომპანიის სტანდარტების და პროცედურების შესაბამისად;
** იმპორტული და ლოკალური მოწოდების პროდუქციის მიღებისა და გადათვლის შემდეგ სტელაჟებზე და მათთვის გამოყოფილ ადგილებზე (ლოკაცია) განთავსება;
** პროდუქციის ჰიპერმარკეტში გადატანის პროცესში, გადასატანი პროდუქციის ოპერატიულად შეგროვება;
** პროდუქციის დასაწყობებისა და დაბარკოდების პროცესში სუპერვაიზერის მოთხოვნის შესრულება დასასაწყობებელი პროდუქციის ოპერატიულად შეგროვებისა და მიზნობრივად განლაგების მიზნით;
** ნებისმიერი ინციდენტის ან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დაუყოვნებლივი ინფორმირება;

მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** ფიზიკური უნარები;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით;
** Fit-pass-ს.
** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია) არაუგვიანეს 2025 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე:
hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია