Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ტიტა
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
კომპანია "TITA" - წამყვანი სარეცხი საშუალებების ბრენდი საქართველოდან აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ აქტიურ და შედეგებზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც წარმართავს TITA ბრენდის სარეცხი და საწმენდი საშუალებების გაყიდვებს საქართველოს ბაზარზე.

ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ:

** კონკურენტული ხელფასი + გაყიდვებზე საკომისიო;
** მუშაობის შესაძლებლობა მზარდ საერთაშორისო ბრენდთან;
** მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება საქართველოს მასშტაბით;
** საბითუმო დისტრიბუტორებთან, სუპერმარკეტებთან და საცალო ქსელებთან ურთიერთობის დამყარება;
** კონტრაქტების შეთანხმება და B2B გაყიდვების განხორციელება;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი, მენეჯმენტისთვის ანგარიშების მომზადება;
** გაყიდვების გუნდის მართვა და ტრენინგი;
** მარკეტინგულ კამპანიებთან კოორდინაცია და აქციების ორგანიზება.

კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება FMCG სფეროში (სარეცხი ან საწმენდი პროდუქცია სასურველია);
** ფართო კონტაქტები ქართულ სავაჭრო და დისტრიბუციულ ქსელებში;
** ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** მოლაპარაკებებისა და გუნდის მართვის უნარები.

უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სტრესული სიტუაციის მართვის უნარი.

სამუშაო პირობებო
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV ქართულ და ინგლისურ ენაზე, 2025 წლის 29 ივლისის ჩათვლით, შემდეგ ელ-ფოსტაზე: paata@tita.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: გაყიდვების მენეჯერი.

წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია "TITA"-ს გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანია "TITA"-ს მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე