Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=650418&print=yes&view=jobs
 
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ფიტნეს დარბაზი რეფორმა
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
სპორტული დარბაზების ქსელი - "რეფორმა" ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია აღნიშნულ სფეროში. ჩვენი სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტრენაჟორებით, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვის მაღალი სტანდარტით. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულებით - აერობიკა, პილატესი, კრივი, ზუმბა, პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურებით და თქვენზე მორგებული პაკეტებით/აბონემენტებით.

ჩვენი მიზანია - ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მუდმივი ინოვაციებისა და განახლებული სტანდარტების დანერგვა, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება.

სპორტ დარბაზი "რეფორმა" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: 11:00სთ-19:00სთ (ორშაბათი-პარასკევი).

ფუნქცია-მოვალეობები:

** შერჩევის პროცესის ეფექტური მართვა;
** შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების მომზადება, თანამშრომლისთვის გაცნობა და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** თანამშრომელთა მონაცემების ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობების გაწერა, კონტროლი და გარემოსთან ადაპტირების მონიტორინგი;
** თანამშრომელთა დასწრების-გადაცდენების, გრაფიკებისა და სახელფასო სისტემის მონიტორინგი;
** ყოველთვიური გრაფიკების, ხელფასებისა და ბონუსების მონიტორინგი;
** HR პოლიტიკის, პროცედურებისა და დოკუმენტური ფორმების საჭიროებისამებრ შექმნა და განახლება (მათ შორის შვებულების ბაზის წარმოება, ადმინისტრირება და ა.შ.);
** კანდიდატების მონაცემთა ბაზების წარმოება და ადმინისტრირება;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების და სამუშაო აღწერილობის შექმნა და მართვა;
** შინაგანაწესით განსაზღვრული რეგულაციების მონიტორინგი;
** სხვადასხვა ტიპის საოფისე დოკუმენტაციის დამუშავება/ადმინისტრირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** HR მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური/რუსულის ენების ცოდნა.

უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროისა და შესასრულებელი დავალებების ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდს;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** ყოველთვიურ ფიტნეს აბონემენტს.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@reforma.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "HR მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია