Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=650413&print=yes&view=jobs
 
ცივი კერძების მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცივი კერძების მზარეული
მომწოდებელი: რესტორანი ტაბლა
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
"აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ" საერთაშორისო კომპანია "აი სი არ"-ის ნაწილია და ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფოლიოში შედის პოპულარული ბრენდები: ქართული რესტორანი "ტაბლა", იტალიური რესტორანი "პომოდორისიმო" და მისი ქვე-ბრენდი "პანუოცო", ღონისძიებების კვების მომსახურების კომპანია "ICR ქეითერინგი" და კულინარიული მასტერკლასების ორგანიზატორი სივრცე "Food Lab". კომპანია მუდმივად ვითარდება და ეხმიანება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრენდებს, რაც მას საშუალებას აძლევს, დაიკავოს წამყვანი პოზიცია ქართული კვების ინდუსტრიაში.

რესტორანი "ტაბლა" აცხადებს ვაკანსიას ცივი კერძების მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერბუკის ქ. 1

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ცივი კერძების დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით მომზადება;
** კერძების მომზადება რესტორანში დადგენილი კალკულაციების შესაბამისად;
** ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება;
** სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
** HACCP-ის სტანდარტების დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
** პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს;
** ანაზღაურებად შვებულებას 4 თვის შემდგომ.
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
** ოფიციალურ დასვენების დღეებზე მუშაობის შემთხვევაში ორმაგ ანაზღაურებას.
** ანაზღაურებას ხელზე ასაღებ 1500 ლარს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge არაუგვიანეს 2025 წლის 15 აგვისტოსა. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ცივი კერძების მზარეული".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია