დასახელება:
აღრიცხვისა და კლიენტებთან მუშაობის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ფოთი ტრანსტერმინალი
|
გამოქვეყნდა: 15 ივლისი
/ ბოლო ვადა: 10 აგვისტო
|
კომპანია "ფოთი ტრანსტერმინალი" მართავს მულტიმოდალურ საკონტეინერო ტერმინალს ქალაქ ფოთში, რომლის ძირითადი საქმიანობაც საკონტეინერო ტვირთების მიღება, დამუშავება, შენახვა და სხვა შესაბამისი პროცედურების წარმოებაა. სტრატეგიული მდებარეობა, უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა და მაღალკვალიფიციური გუნდი საშუალებას გვაძლევს, დიდი წვლილი შევიტანოთ ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტების გაძლიერებასა და მულტიმოდალური გადაზიდვებისა და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლებაში.
ვაკანსიის აღწერა:
** პოზიცია: აღრიცხვისა და კლიენტებთან მუშაობის სპეციალისტი
** ადგილმდებარეობა: ფოთი, ხობის ქ. N7
** სამუშაო საათები: სტანდარტული, სრული განაკვეთი (I-V 9:00-18:00)
** შრომითი ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1600 ლარი
"ფოთი ტრნსტერმინალი" თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც იდეალური კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:
** უმაღლესი განათლება (სასურველია საფინანსო ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება ლოჯისტიკის, ტერმინალის ან სატვირთო გადაზიდვის სფეროში მუშაობის გამოცდილება).
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (როგორც ვერბალური, ასევე წერითი უნარების მაღალი დონე);
** რუსული და ინგლისური ენების სულ მცირე B2 დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინვოისინგის პროცედურებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
** სასურველია ისეთი პროგრამული სისტემების გამოყენების უნარი, როგორებიცაა: SAP, ERP, ORIS, ASYCUDA.
მოვალეობები, რომლებსაც ამ პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომელი შესარულებს:
კლიენტებთან ურთიერთობა:
** მომხმარებელთა განაცხადების მიღება და დამუშავება;
** კლიენტების კონსულტირება ტარიფებზე, სამუშაო პირობებზე და თანამშრომლობის სხვა პირობებზე;
** ხელშეკრულებების და შეთანხმებების მომზადება და გაფორმება იურიდიულ სამსახურთან ერთად;
** სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
** სადავო საკითხებისა და მომხმარებელთა საჩივრების დამუშავება/მოგვარება იურიდიულ სამსახურთან ერთად;
** კომერციული წინადადებების ფორმირება.
აღრიცხვა და ანგარიშება:
** ტვირთებისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების აღრიცხვის წარმოება;
** სააღრიცხვო მონაცემების სიზუსტისა და განახლებადობის კონტროლი;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და სააღრიცხვო მონაცემების ფაქტობრივთან შედარება;
** აღრიცხვის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიება;
** მენეჯმენტისთვის ანგარიშების მომზადება;
** ინვოისების, სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი აქტების, სატრანსპორტო-სასაქონლო ზედნადებების და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა;
** თანამშრომლობა ოპერაციულ განყოფილებებთან მომსახურების დასრულების გადამოწმებისა და ინვოისებისთვის სწორი მონაცემების შეგროვების მიზნით;
** კომპანიის პოლიტიკასა და საკონტეინერო ტერმინალის სექტორის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ყველა სააღრიცხვო პროცედურაში;
** ზუსტი სააღრიცხვო ჩანაწერების წარმოება და თვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური რეპორტინგის მხარდაჭერა;
** კლიენტებთან კომუნიკაცია ინვოისების დეტალების დაზუსტების მიზნით და საჭიროების შემთხვევაში, შეუსაბამობების აღმოფხვრა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
შერჩევის ეტაპები მოიცავს:
** CV-ების საფუძველზე კანდიდატების მოკლე სიის შედგენას;
** გაცნობითი ხასიათის შეხვედრას (შესაძლოა ONLINE ან ადგილზე);
** გასაუბრება მმართველ ორგანოსთან, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს პრაქტიკულ დავალებასაც (ამის შესახებ წინასწარ გეცნობებათ).
როგორ მოგვმართოთ:
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით, ასევე თუ თვლით, რომ ხართ:
** მოტივირებული
** სიახლეებისა და გამოწვევებისადმი ღია
** დეტალებზე ორიენტირებული
** შრომისმოყვარე
ამასთანავე გაქვთ:
** როგორც გუნდურად;
** ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@ptt.ge
მნიშვნელოვანია, რომ განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითო ვაკანტური პოზიციის დასახელება.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 აგვისტო.
სს "ფოთი ტრანსტერმინალის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|