Робота для біженців з України
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: NoBo
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
შემოგვიერთდი "NoBo"-ს გუნდში - ადგილი, სადაც სტილი და სული ხვდება ერთმანეთს!

"NoBo" — ბათუმის ახალი ბულვარის გულში, ზღვის ხედითა და ტერასით, წარმოადგენს თანამედროვე, მოდურ და შთამაგონებელ სივრცეს მათთვის, ვისაც უყვარს მაღალი ხარისხი, მუსიკა, კოქტეილები და ღამის ქალაქის ატმოსფერო.

ჩვენ არ ვართ უბრალოდ რესტორანი — "NoBo" არის ადგილი, სადაც დღის შუქზე შეგიძლია განიტვირთო ლაუნჯ მუსიკის ფონზე და საღამოს ენერგიულ, დახვეწილ გარემოში, სადაც გაერთობი DJ სეტებით, კოქტეილით და განსაკუთრებული ღამეებით.

რატომ NoBo?

** ლაუნჯ-რელაქს კონცეფცია: სიმყუდროვე დღისით, ენერგია და მუსიკა ღამით
** ხედი ზღვაზე - ტერასა 16-ე სართულიდან
** ავტორული კოქტეილები და მაღალი დონის მომსახურება
** ღონისძიებები: Tematic Latino Evenings, DJ Nights, Private Events

ვის ვეძებთ?

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, სტილის მქონე და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებსაც სურთ არა მხოლოდ სამსახური, არამედ ადგილი სადაც იქმნება სტუმრის საუკეთესო გამოცდილება.

ღია პოზიციები:

** მიმტანი
** მიმტანის დამხმარე
** ჰოსტესი
** ბარმენი
** ბარბექი
** სუპერვაიზერი
** სერვის მენეჯერი
** შეფ დე პარტი (ცივი, ცხელი, ცომი)
** დემი შეფი (ცივი, ცხელი, ცომი)
** სტიუარდი (ჭურჭლის მრეცხავი)
** დამლაგებელი

რას ველით შენგან?

** პასუხისმგებლობას და მოწესრიგებულობას
** კომუნიკაციის უნარს - თბილ და ღიმილიან მომსახურებას
** სწრაფად ადაპტაციის უნარს
** გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა მისასალმებელია

რას გთავაზობთ ჩვენ?

** კონკურენტული ანაზღაურება + Tips
** მოქნილი გრაფიკი - 5/2, 48 საათი კვირაში (შესვენებების ჩათვლით)
** პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა
** მეგობრული გარემო

გაგზავნე შენი CV ან მოგვწერე მოკლედ საკუთარ თავზე შემდეგ მისამართზე: hr@finetaste.ge

ტელ: 596 88 88 36
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე