Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=650318&print=yes&view=jobs
 
სამეცნიერო-საგრანტო პროექტების მართვის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეცნიერო-საგრანტო პროექტების მართვის კოორდინატორი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 22 ივლისი
გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (შტატგარეშე პოზიციაზე) სამეცნიერო-საგრანტო პროექტების მართვის კოორდინატორის პოზიციაზე.

ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრება 1330 (ათასსამასოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

** უმაღლესი განათლება - დოქტორის აკადემიური ხარისხი;
** საგანმანათლებლო სფეროში მინიმუმ 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser).

აპლიკანტი უნდა იცნობდეს:

** საქართველოს კანონს "უმაღლესი განათლების შესახებ";
** თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

** კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა;
** ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
** დასაბუთების უნარი;
** ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
** პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
** ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (შტატგარეშე პოზიციაზე) სამეცნიერო-საგრანტო პროექტების მართვის კოორდინატორის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:

** ფაკულტეტის სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება, შეკრება და დამუშავება;
** ფაკულტეტზე გასამართ სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** სამეცნიერო გრანტების შესახებ არსებული ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ფაკულტეტზე გავრცელება, ასევე ამ ინფორმაციის სისტემატურად განახლება; სამეცნიერო გრანტების მოძიებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** ფაკულტეტზე სამეცნიერო გრანტების მოზიდვის მხარდაჭერა;
** ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობა სამეცნიერო აქტივობების განხორციელებისათვის;
** სხვადასხვა მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება, რაც დაკავშირებული იქნება
სამეცნიერო გრანტებისა და სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებასთან;
** სამეცნიერო კვლევების განვითარებისთვის საჭიროებათა პერმანენტული იდენტიფიცირება;
** კვლევითი უნარების განვითარების მიზნით ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება;
** ერთობლივი კვლევების განხორციელებისათვის საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში ახალი პარტნიორების მოძიება და მათთან თანამშრომლობა;
** საერთაშორისო საგრანტო კონკურსებში საგრანტო განაცხადების მომზადების მიზნით აკადემიური პერსონალის მხარდაჭერის მექანიზმის განვითარება;
** შემოსული პროექტების კოორდინირება;
** ახალგაზრდა მეცნიერთა: პოსტ-დოქტორანტების, დოქტორანტებისა და მაგისტრანტების კვლევითი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა და სამეცნიერო პროექტებში მათი აქტიური ინტეგრირების უზრუნველყოფა;

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
** CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
** კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 16 ივლისიდან 2025 წლის 22 ივლისის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - "ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (შტატგარეშე პოზიციაზე) სამეცნიერო- საგრანტო პროექტების მართვის კოორდინატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია