Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=650277&print=yes&view=jobs
 
ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
კომპანია ეძებს გუნდის წევრს ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელფასი: 2500 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ინფრასტრუქტურის პერიოდული შემოწმება და გამართულად ფუნქციონირებაზე ზრუნვა (ელექტროობა, წყალი, გათბობა/გაგრილება და სხვ.);
** ოთახებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში ტექნიკური დაზიანებების აღმოფხვრა;
** ტექნიკური აღჭურვილობის რეგულარული ინსპექტირება და პროფილაქტიკური მომსახურება;
** ელექტრო მოწყობილობების და სანიტარული სისტემების ხარვეზის იდენტიფიცირება და სწრაფი რეაგირება;
** სასტუმროს სხვა სამსახურებთან აქტიური თანამშრომლობა და წარმოშობილი პრობლემების მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სანტექნიკური, ელექტრო და გათბობა-გაგრილების სისტემების ფუნქციონირების ცოდნა.

სხვა უნარები:

** გუნდური
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლობიანი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: grouphit2025@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია