დასახელება:
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
ევროპის უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 15 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი) ხელმძღვანელის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი 76;
სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი.
შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:
** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
ძირითადი მოვალეობები:
** საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით და პროგრამის აქტუალობის მიზნით, უხელმძღვანელოს პროგრამის შემუშავების, განვითარებისა და მასში ცვლილებების შეტანის პროცესს;
** უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის ხელმძღვანელობა;
** კოორდინაცია გაუწიოს საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის წევრების მუშაობას;
საგანმანათლებლო პროგრამის განმახორცილებელ პერსონალთან კოორდინაციის ფარგლებში უზრუნველყოს პროგრამის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალის მოზიდვა;
** გაუწიოს კოორდინაცია არსებული სილაბუსების გადახედვას, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის პირებთან კოორდინაციით, როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური დეტალების დახვეწას ან შეცვლას;
** გაუწიოს კოორდინაცია სასწავლო მასალების და რიდერების გადახედვას და შესაბამის პირებთან კოორდინაციით, მათი სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანას;
** უზრუნველყოს, საჭიროებისას, შეფასების არსებული სისტემის გადახედვა;
** შესაბამის პროგრამაზე პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, მოიძიოს პრაქტიკის ობიექტები და ხელი შეუწყოს მათთან მემორანდუმების/ხელშეკრულებების გაფორმებას;
** შესაბამის თანამდებობის პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოს სწავლების მეთოდოლოგიური საფუძვლის შექმნა, როგორც დოკუმენტალურ, ასევე პროგრამულ დონეზე და არსებული მეთოდოლოგიის სასწავლო კურსებში ინტეგრირება;
** შესაბამის თანამდებობის პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შესაბამისი სახელმძღვანელოების შესყიდვის შესახებ, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით, იზრუნოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის პოპულარიზაციაზე;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, განახორციელოს სხვა უფლებამოსილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამისი მიმართულებით ან მაგისტრის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და პროგრამის შემუშავების გამოცდილება.
** თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის, ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სტანდარტებისა და ეროვნული კანონმდებლობის ცოდნა;
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი).
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონე (მეტყველება, წერა).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სისტემური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge. გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 25 ივლისი.
|
|
|
|