Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=650266&print=yes&view=jobs
 
ონლაინ პროდუქციის შემგროვებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ პროდუქციის შემგროვებელი
მომწოდებელი: DG ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
კომპანია "DG ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას საწყობში ონლაინ პროდუქციის შემგროვებლის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი. კვირაში 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
მდებარეობა: ლილო.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ონლაინ შემოსული შეკვეთების სწორად შეგროვება;
** შეგროვებული პროდუქციის შეფუთვა;
** ონლაინ შეკვეთების დოკუმენტაციის მოწესრიგება (საჭიროების შემთხვევაში);
** მომარაგების მანქანების დატვირთვის დროს აღნიშნული პროდუქციის მითვლა;
** საწყობში შემოსული პროდუქციის დახარისხებისა და ინდუსტრიულ თაროებზე სწორად განთავსება;
** საწყობში არსებული ინვენტარისა და აღჭურვილობის მოვლა-პატრონობა;

მოთხოვნები:

** საწყობში მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას;
** ტრანსპორტირებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე hr@dgholding.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "DG ჰოლდინგმა" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია