Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=650265&print=yes&view=jobs
 
საწყობის დამხმარე თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის დამხმარე თანამშრომელი
მომწოდებელი: DG ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
კომპანია "DG ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას საწყობში საწყობის დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: 1200 ლარი
მდებარეობა: ლილო

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, დაცლა, დასაწყობება;
** მიღებული პროდუქციის განსაზღვრულ სექციებში დალაგება კატეგორიების მიხედვით;
** სავაჭრო თაროებზე განსათავსებელი პროდუქციის უწყვეტობის უზრუნველყოფა, მითითებული დავალებების მიხედვით;
** სატრანსპორტო საშუალებების პროდუქციით დატვირთვა, მისი გადაადგილების შემთხვევაში;
** რეალიზებული პროდუქციის სასურველ ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფა (მოთხოვნისა და მიღებული დავალების შესაბამისად);
** მომხმარებელთან ადგილზე მიტანილი პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოტვირთვა და მოთხოვნილ ლოკაციამდე მიტანა;
** ჩამოწერილი პროდუქციის შესაბამის ადგილზე დასაწყობება;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას
** ტრანსპორტირებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე hr@dgholding.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "DG ჰოლდინგმა" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია