Робота для біженців з України
ბუღალტრის დამხმარე - ახალციხე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: არალი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
სამშენებლო კომპანია "არალი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარეს (ბუღალტერ-ოპერატორი) თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი/პროფესიული განათლება - ფინანსების/ბუღალტერიის/ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება პრიორიტეტად (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების/შესყიდვის ოპერაციების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** მარაგების, ძირითადი საშუალებების გადაადგილების აღრიცხვა და შიდა გადაზიდვების გამოწერა;
** ტელეკომუნიკაცია შედარების მიზნით სამუშაოთა მწარმოებლებთან და მძღოლებთან;
** ყოველდღიური რეალიზაციის შემოწმება;
** ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

სამუშაო ადგილი: ქ. ახალციხე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV ელფოსტის მისამართზე: HR@araligroup.ge. გთხოვთ Subject-ის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე