Робота для біженців з України
ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტის კამპუსი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
ევროპის უნივერსიტეტის კამპუსი აცხადებს ტექნიკური მენეჯერის ვაკანსიას.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ირინა ენუქიძის N5;
გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი - 10:00-18:00 საათი, შაბათი - 10:00-14:00 საათი
სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს კამპუსის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულობა;
** უზრუნველყოს კამპუსში არსებული ოთახების და პერიმეტრის ტექნიკური უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენა - B2 დონე (მეტყველება, წერა);
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel ძალიან კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: hr@eu.edu.ge და გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადების ბოლო ვადა: 2025 წლის 25 ივლისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე