Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=650154&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი - სენაკი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
"ზღაპრისთვის", როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ სენაკში (რუსთაველის ქ. 162-ის მიმდებარედ).

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ და შაბათი 10:00-15:30 სთ
** ანაზღაურება: 1200ლ-დან (გამოცდილების შესაბამისად)
** ქალაქგარეთ მაცხოვრებლებისათვის ვაფინანსებთ ტრანსპორტირებას

მოვალეობები:

** მომწოდებლებისაგან სარეალიზაციო პროდუქციის შესყიდვა
** პროდუქციის უწყვეტობის კონტროლი.
** გაჩერებული პროდუქციის ნაშთის კონტროლი.
** სარეალიზაციო გეგმის მიღწევაზე ზრუნვა
** დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის კონტროლი.
** მომხმარებელთან სისტემატური კონტაქტი მათი მოთხოვნების გათვალისწინებისათვის.

მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე პროდუქციით ვაჭრობის სფეროში
** სასურველია პროგრამა აპექსის ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა.
** პუნქტუალურობა.
** შედეგებზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@zgapari.ge

ან შეავსეთ აპლიკაცია: https://forms.gle/9sNawCMwnmLQRHJ17

(გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სამუშაო ადგილი)

გისურვებთ წარმატებას.

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია