Робота для біженців з України
მძღოლი/ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი/ექსპედიტორი
მომწოდებელი: ფროსტ სოლუშენი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
კომპანია "ფროსტ სოლუშენი" (ს/კ 404691614) არის სწრაფად მზარდი საკვები პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც თბილისისა და რეგიონების მასშტაბით ამარაგებს ქსელურ/საბითუმო და ჰორეკა სექტორის ობიექტებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მძღოლი/ექსპედიტორის პოზიციაზე.

ოფისი მდებარეობს გრიგოლ ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩაზე.

პასუხისმგებლობები:

** ზედნადებებით გაწერილი პროდუქციის ჩატვირთვა/გადმოტვირთვა
** სავაჭრო ობიექტებისათვის ზედნადებებით გაწერილი პროდუქციის მიწოდება
** უკან დასაბრუნებელი პროდუქციის მითვლა/გამოტანა ზედნადებების მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მინიმუმ 1 წელი)
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა
** დროის მართვის კარგი უნარი

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება - ფიქსირებულს + ბონუსი, 1200-1500 ლარი
** კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა
** გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (08:00 - 17:00)

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mlomidze@frostsln.ge

გთხოვთ, ვაკანსიის დასახელება აუცილებლად მიუთითოთ მეილის Subject ველში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე