დასახელება:
ფინანსური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
MBG Rent
|
გამოქვეყნდა: 15 ივლისი
/ ბოლო ვადა: 14 აგვისტო
|
"MBG Rent" ლიდერი კომპანიაა საქართველოში თანამედროვე სტანდარტების სამშენებლო ტექნიკისა და ინვენტარის გაქირავების მიმართულებით. გარდა ამისა მომხმარებელს სთავაზობს ალმასური ჭრისა და ბეტონის გადატუმბვის მომსახურებას.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ემბიჯი რენთი გახდა Gesipas დისტრიბუტორი საქართველოში. მიმდინარე წლიდან მომხმარებელს სთავაზობს მოქლონებს, თანამედროვე ტექნოლოგიით და ელემენტსა და ვაკუუმზე მომუშავე ხელსაწყოებს.
ემბიჯი რენთი ამ დროისთვის აქტიურად თანამშრომლობს 2000-ზე მეტ პირთან, კომპანიის დამოკიდებულება მომხმარებელთან ჯანსაღ, მეგობრულ და ნდობით სავსე ურთიერთობებს ეფუძნება.
კომპანია ორიენტირებულია, მომხმარებლის საჭიროებებზე და მათზე მორგებული პირობების შეთავაზებაზე.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, ვთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
კომპანია "MBG Rent" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, ა.ბელიაშვილის 142
სამუშაო გრაფიკი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფინანსების განხრით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლები 3 წელი;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
მოვალეობები:
** კომპანიის ანალიტიკისა და ფინანსური/ბიზნეს პარამეტრების კონტროლი;
** პერიოდული (ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური) ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
** კომპანიის ბიზნეს ერთეულების ანგარიშგებების მომზადება და მომგებიანობის ანალიზი;
** კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის გეგმის შედგენა და ბრუნვის კონტროლი;
** დებიტორული და კრედიტორული ნაშთების მუდმივი კონტროლი;
** რეკომენდაციების მომზადება ხარჯების ოპტიმიზაციის თაობაზე.
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 14 აგვისტო.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ელფოსტაზე: vacancy@mb.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ფინანსური მენეჯერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"MBG Rent" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|