Робота для біженців з України
უმცროსი IT ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი IT ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 29 ივლისი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი IT ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი და დოკუმენტირება
** არსებული სისტემების და პროცესების ანალიზი და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება
** სისტემური და ფუნქციური სპეციფიკაციების შედგენა
** IT და ბიზნეს გუნდებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა
** ტესტირების პროცესში მონაწილეობა და ხარისხის უზრუნველყოფა
** API დოკუმენტაციის მომზადება და ტექნიკური ინტეგრაციების მხარდაჭერა
** პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობა
** პროექტის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე ჩართულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება IT სფეროში
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი
** უპირატესობად ჩაითვლება მუშაობის გამოცდილება (ERP/Odoo სისტემებთან)
** სასურველია API ინტეგრაციების კონცეფციისა და დოკუმენტირების გამოცდილება
** სასურველია BPMN ან სხვა მოდელირების სტანდარტით მუშაობის გამოცდილება
** სასურველია SCRUM/Agile მეთოდოლოგიის გამოცდილება და JIRA- ს გამოყენება
** უპირატესობად ჩაითვლება მონაცემთა ბაზებთან (MS SQL, PostgreSQL) მუშაობის საბაზისო გამოცდილება
** კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარები
** ინგლისური ენის ცოდნა (დოკუმენტაციის მომზადებისთვის)
** უპირატესობად ჩაითვლება ფინანსური ან საბანკო სექტორში გამოცდილება

სხვა მოთხოვნები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სისხარტე მუშაობაში

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "უმცროსი IT ბიზნეს ანალიტიკოსი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე