დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ხედი
|
გამოქვეყნდა: 15 ივლისი
/ ბოლო ვადა: 15 აგვისტო
|
"ხედი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
"ხედი" წარმოდგენილია 57 ნომრიანი სასტუმროთი, პანორამული რესტორნით, აზიური რესტორნით, საკონფერენციო დარბაზით და ღონისძიებების დარბაზით.
მდებარეობა: ქ. თბილისი;
გრაფიკი: სრული.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და მართვა;
** სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და თანამშრომელთა ბაზის წარმოება;
** შრომითი დოკუმენტაციის წარმოება;
** თანამშრომელთა მიღების/ონბორდიგნის სრული პროცესის მართვა;
** აპლიკანტების ბაზის წარმოება და მუდმივი განახლება;
** სახელფასო ფაილების შედგენა შესაბამისი დეპარტამენტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
** თანამშრომელთა ადაპტაციის პროცესის მხარდაჭერა;
** მოტივაციისა და ჩართულობის ზრდაზე ზრუნვა;
** შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა;
** სამუშაო აღწერილობების შედგენა და განახლება;
** ტრენინგების დაგეგმვა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
** გუნდის საქმიანობის მონიტორინგი და უკუკავშირის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** HR სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმრო/რესტორნის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საქართველოს შრომის კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** HR პლატფორმებთან (მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელ. მისამართზე: khedihr@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "HR მენეჯერი".
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას ერთი წლის განმავლობაში.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|