Робота для біженців з України
ხარისხის განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზებების პროცესში ჩართულობა;
** უნივერსიტეტის ელექტრონულ პორტალზე (reg.seu.edu.ge) მონაცემების ასახვა.
** აკადემიური/მოწვეული და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ავტორიზაციასთან და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ჩატარებული ტრენინგების, საკონსულტაციო და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებისა და ოქმების მომზადების პროცესში ჩართულობა;
** სასწავლო პროგრამების თვითშეფასების პროცესში ჩართულობა;
** სასწავლო კურსების თვითშეფასების პროცესში ჩართულობა;
** სასწავლო პრაქტიკის თვითშეფასების პროცესში ჩართულობა;
** პერსონალისათვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - სასურველია მაგისტრი / მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** განათლების სფერო - განათლების მენეჯმენტი; ბიზნესის ადმინისტრირება ან მომიჯნავე მიმართულებები;
** სამუშაო გამოცდილება - 1 წელი (სასურველია უნივერსიტეტში მუშაობის გამოცდილება);
** კომპიუტერული პროგრამები - MS Office;
** ენები - ინგლისური ენა (მინიმუმ B2);

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

შერჩევის ეტაპები:

** CV - ების გადარჩევის ეტაპი;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

დაინტერესებულმა პირებმა 2025 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@seu.edu.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე