დასახელება:
მიღების სუპერვაიზერი
|
მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
გამოქვეყნდა: 15 ივლისი
/ ბოლო ვადა: 29 ივლისი
|
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისთვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.
2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 4000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას მიღების სუპერვაიზერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ლილო, იუმაშევის ქუჩა N 14.
ძირითადი ფუნქციები:
** მიღების და დასაწყობების პროცესის მართვა;
** მიღების გრაფიკის/ანონსის მონიტორინგი;
** მიღების პროცესის მართვა/კონტროლი, რაც გულისხმობს მისაღები პროდუქციის რაოდენობისა და ვადების კონტროლს;
** მიღებული პროდუქციის პალეტიზაციის პროცესის მართვა;
** მიღებული პროდუქციის შესაბამის ზონაში განთავსების უზრუნველყოფა;
** ტვირთამწის მიერ შესრულებული სამუშაოების მართვა და კონტროლი;
** მიღებული პროდუქციის WMS-ში ასახვა;
** სასაწყობე ზონებს შორის საქონლის გადაადგილების სამუშაოების დროულად, ოპტიმალური დანახარჯებითა და დადგენილი ხარისხით შესრულების უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებულთა განრიგის შედგენა, დისციპლინის მართვა და კომპანიაში დადგენილ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ახალი თანამშრომლების გადამზადება/სტაჟირების პროცესის მართვა დადგენილი წესის შესაბამისად; ** სტაჟირების დასრულების შემდეგ შეფასება და დასაქმების შესახებ რეკომენდაციის მიცემა და HR დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება. უშუალო დაქვემდებარებულთა მენტორობა;
** უშუალო დაქვემდებარებულთა ბენეფიტების მართვა კომპანიაში დადგენილი წესის შესაბმისად;
** უშუალო დაქვემდებარებულთა პროფესიული და ფუნქციონალური განვითარების ხელშეწყობა; მათ შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საწყობში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;სასაწყობე მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი გამოცდილება;
** MS Office (Word, Excel)
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 29 ივლისი, 2025 წელი.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|