Робота для біженців з України
რეცეფციონისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეცეფციონისტი
მომწოდებელი: ბელა კაზა
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
ქალაქის ცენტრში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "Bella Casa" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის პოზიციაზე.

სასტუმრო "Bella Casa"-ს აქვს მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემო.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება და განთავსება
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა ობიექტების შესახებ
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება
** გახსნილი, გულწრფელი, ნდობით აღსავსე და მზრუნველი ურთიერთობების დამყარება
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების თავისუფალ დონეზე ფლობა (გასაუბრება წარიმართება აღნიშნულ უცხო ენებზე)
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ჯავშნების პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება (Booking, Expedia, Agoda, Guru)

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა
** მომსახურების უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** აკურატულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კვებით უზრუნველყოფას
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთაველის გამ. 44

თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე sale@bellacasa.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("რეცეფციონისტი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.

გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე