Робота для біженців з України
მომხმარებელთან ურთიერთობის დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის დირექტორი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქიში" ვეძებთ მომხმარებელთან ურთიერთობის დირექტორს (Chief Customer Officer)

დაქვემდებარებული თანამშრომლების რაოდენობა: 50

დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულები:

** მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახური;
** საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერების ჯგუფი;
** დასრულებული პროექტების ტექნიკური მომსახურების სამსახური;
** ობიექტის სერვისის სამსახური.

სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, თამარაშვილის #13ი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების მართვა/კოორდინირება;
** მიმართულების სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება და უზრუნველყოფა;
** მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა, ლოიალურობის გაზრდა და საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების სტრატეგიის განვითარების ხელშეწყობა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ბიზნეს პროცესების დახვეწა და განვითარება;
** დაქვემდებარებული მიმართულების მოგება-ზარალის მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის პრობლემური საკითხების განხილვა და პრობლემის აღმოფხვრის შესახებ ალტერნატიული გადაწყვეტების მომზადება;
** საცხოვრებელი კომპლექსის მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** კონტრაქტორი კომპანიების მიერ მომსახურების პირობების შესრულების მართვა;
** მობინადრეებისათვის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულების მართვა;
** პერიოდული ანგარიშგება აღმასრულებელ დირექტორთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით;
** აუცილებელია მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება მომხმარებლებთან ურთიერთობის სფეროში;
** აუცილებელია მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 30 ივლისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე