Робота для біженців з України
JBL-ის ამბასადორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: JBL-ის ამბასადორი
მომწოდებელი: ჯეოტეკ დისტრიბუცია
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
შპს "ჯეოტეკ დისტრიბუცია", მსოფლიო ბრენდების (Shark, Ninja, JBL, HarmanKardon, Dyson, და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, საქართველოში JBL-ის მაღაზიისთვის აცხადებს ვაკანსიას JBL-ის ამბასადორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი" საბურთალო
დასაქმების ტიპი: არასრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე (36 საათი), ცვლები: 10:00-17:00, 15:00-22:00
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** კლიენტების მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის განლაგება JBL-ის სტანდარტების შესაბამისად;
** გაყიდვამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
** ახალი მოდელების შესწავლა;
** სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება (დასაშვებია არასრული განათლება - სტუდენტი);
** უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ტექნიკის სფეროში გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
** ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ელფოსტაზე: hr@geoteckltd.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: "JBL-ის ამბასადორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე