Робота для біженців з України
გაყიდვებისა და მენეჯმენტის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვებისა და მენეჯმენტის სპეციალისტი
მომწოდებელი: Cattleya
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
კომპანია "Cattleya", რომელიც სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის დეკორატიული მცენარეების იმპორტსა და გაყიდვაში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მენეჯმენტის სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** მცენარეების გაყიდვასა და გამწვანების სერვისების მარკეტინგული სტრატეგიის განვითარება;
** სოციალური მედიისა და ონლაინ პლატფორმების მართვის კონტროლი;
** გუნდის მართვა და ყოველდღიური ოპერაციების კოორდინაცია;
** კლიენტებთან გრძელვადიანი კომუნიკაციის დამყარება.

მოთხოვნები:

** შრომისმოყვარეობა;
** დისციპლინირებული;
** გაყიდვების და მენეჯმენტის სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები;
** სოციალური მედიის მარკეტინგის ცოდნა (სასურველია);
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** ინტერესი მცენარეებისა და გამწვანების მიმართ,

ჩვენ გთავაზობთ:

** ყოველთვიური სტაბილური ხელფასი + ბონუსები გაყიდვების მიხედვით;
** მეგობრული გუნდი და განვითარების შესაძლებლობა.

თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე: info@cattleya.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე