დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კლინტექი
|
გამოქვეყნდა: 15 ივლისი
/ ბოლო ვადა: 15 აგვისტო
|
კომპანია "კლინტექი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე, თბილისში.
ჩვენი ვებგვერდი: https://zoma.ge/
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: ფიქსირებული 1400 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან გამომდინარე (ჯამური ხელფასი 2500-6000 ლარი).
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ასორტიმენტის, პირობებისა და ფასებთან დაკავშირებულ საკითხებში მომხმარებლის კონსულტირება;
** მომხმარებლის მოთხოვნილების გათვალისწინებით შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** კომერციული წინადადებების მომზადება;
** სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
** გაყიდვების გეგმური მაჩვენებლების შესრულება
ვის ვეძებთ:
** კანდიდატს, ვისაც აქვს მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში (HoReCa სექტორში გამოცდილება უპირატესობაა);
** ადამიანს, რომელსაც შეუძლია კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და საჭიროების სწრაფად ამოცნობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა აუცილებელია (Excel, Word, Outlook);
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** საკუთარი ავტომობილი - სასურველია (სამუშაო მოიცავს გადაადგილებას).
რას გთავაზობთ:
** ზრდად საბაზისო ანაზღაურებას + გაყიდვებზე დაფუძნებულ ბონუსებს;
** რეალურ შესაძლებლობას იმუშაოთ განვითარებად ბრენდთან, რომლის პროდუქცია დამზადებულია საქართველოში;
** მხარდამჭერ გუნდსა და სტაბილურ გარემოს.
გთხოვთ გამოაგზავნით თქვენი რეზიუმე ფოტო სურათით (წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება) შემდეგ ელფოსტაზე: hr.zoma1@gmail.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "კლინტექ" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს " კლინტექმა" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.
გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "კლინტექში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის მისამართზე ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის 5 ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე info@zoma.ge
|
|
|
|