Робота для біженців з України
გარე გაყიდვების მენეჯერი, საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი, საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: Blue Waters
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 15 აგვისტო
"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრებს - გარე გაყიდვების მენეჯერსა და საწყობის მენეჯერს

"Blue Waters" მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

"ბლუ უოთერსი" ბაზარზე წარმოდგენილია ასევე წყლის ფილტრაციის სისტემებით. ვყიდით და ვამონტაჟებთ როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ინდუსტრიული ტიპის წყლის ფილტრაციის სისტემებს.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://bluewaters.ge

იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, "ბლუ უოთერსის" გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს.

1) გარე გაყიდვების მენეჯერი

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 3500 ლარი (ფიქსირებული 1500 ლარი ხელზე ასაღები. საშუალოდ დაგენერირებული ბონუსი - 2000 ლარი)
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა (მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელია სამუშაოს დაწყებიდან 2-3 თვის ვადაში დაწინაურება გაყიდვების უფროსი მენეჯერის/დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციამდე)
** შიდა სასწავლო სისტემა
** სატელეფონო ლიმიტი
** ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაო განრიგი:

** 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე.
** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე

სამუშაოს აღწერა:

** მომხმარებლებთან შეხვედრა, რომლებსაც სურთ ჩვენი პროდუქტის შეძენა (გასვლითი ვიზიტები);
** გასვლითი ვიზიტების დაგეგმვა;
** პროექტების სრულყოფილად შესწავლა;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტის შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება;
** ხარჯთაღრიცხვის მომზადება და ხელშეკრულების დადება;
** ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება და რეპორტინგი;
** კომპანიის საქმიანობის სფეროს კარგად ცოდნა (გაყიდვების პორტფელში არსებული ასორტიმენტი; გაყიდვების პოლიტიკა და სხვა);
** არსებული ბრენდების და მათი ტექნიკური მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;

მოთხოვნები:

** საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-3 წელი გაყიდვების მიმართულებით
** პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პოზიცია ითვალისწინებს გასვლით ვიზიტებს, ამიტომ აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად (საწვავის და ცვეთის ხარჯებს აანაზღაურებს კომპანია)

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/manager_aupk/

2) საწყობის მენეჯერი

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება 2000-2500 ლარი, დამოკიდებულია გამოცდილებაზე
** სატელეფონო ლიმიტი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** საწვავის და ცვეთის ხარჯის ანაზღაურება

სამუშაოს აღწერა:

** შესყიდვის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება ხელსაყრელ ფასად;
** მოლაპარაკებების წარმოება არსებულ და პოტენციურ მომწოდებლებთან, ახალი მომწოდებლების მოძიება, მომწოდებელთა ბაზის წარმოება;
** შეკვეთების დროული მიწოდების ვადების კონტროლი;
** შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი - საჭიროების შემთხვევაში მასალების მომწოდებლისთვის დაბრუნების უზრუნველყოფა;
** ეფექტური კოორდინაცია მარაგების დროულად და შეუფერხებლად შევსების მიზნით;
** შეკვეთების გადაზიდვების განხორციელება და კონტროლი;
** შემოსული პროდუქციის მიღება, აღწერა, ხარისხის შემოწმება და დასაწყობება;
** მარაგების მართვა და ნაშთების კონტროლი; საწყობის გეგმური ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** შესაბამისი ანგარიშგებისა და დოკუმენტების წარმოება;დასაწყობებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვა, მიღებისა და გაცემის საბუთების გაფორმება;
** მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება;
** დანაკლისისა და ზედმეტი პროდუქციის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
** საწყობის აღჭურვილობისა და ინვენტარის მდგომარეობის მონიტორინგი;
** საწყობში უსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:

** საკუთარი ავტომობილი (საწვავის და ცვეთის ხარჯებს უზრუნველყოფს კომპანია)
** შესყიდვების გამოცდილება;
** ლოჯისტიკის მიმართულებით გამოცდილება;
** ინვენტარიზაციის ჩატარების გამოცდილება;
** საწყობის დოკუმენტბრუნვის მართვის გამოცდილება;
** ავტომატიზებულ სისტემებთან და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
** MC Office-ის ცოდნა, MC Excell-ის კარგი ცოდნა;

სამუშაო განრიგი:

** 5 სამუშაო დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე.
** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე
** ძირითადი სამუშაო ლოკაცია-ლილო

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება.

არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/warehousemanager/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე