დასახელება:
სტაჟირების პროგრამა მშენებლობის მიმართულებით
|
მომწოდებელი:
BK Construction
|
გამოქვეყნდა: 15 ივლისი
/ ბოლო ვადა: 15 აგვისტო
|
კომპანიის შესახებ
ბიქეი ქონსთრაქშენი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც 30 წლიანი გამოცდილება აქვს საცხოვრებელი, კომერციული და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაში. კომპანია ახორციელებს მრავალპროფილურ პროექტებს, აერთიანებს ინოვაციურ მიდგომებს, საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანზე ორიენტირებულ კორპორაციულ კულტურას.
ვაცხადებთ 3 თვიან სტაჟირების პროგრამას სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის (ხარისხის კონტროლი).
სტაჟირების ადგილმდებარეობა: თბილისი, სამშენებლო ობიექტები
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სტაჟიორის ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო პროცესის ხარისხზე ზედამხედველობა
** ბეტონის ჩასხმამდე და ჩასხმისას ხარისხის კონტროლი
** შესაბამისი ხარისხის ანგარიშების მომზადება
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა ტექნიკური დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
** სამშენებლო მასალების, პროცესებისა და ნორმების თეორიული ცოდნა
** ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებული მუშაობის სტილი
** პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, AutoCAD)
რას გთავაზობთ:
** პრაქტიკული გამოცდილება აქტიურ სამშენებლო ობიექტებზე
** გამოცდილება ხარისხის კონტროლისა და რეპორტინგის მიმართულებით
** პროფესიონალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობა
** სამომავლოდ დასაქმების შესაძლებლობა ბიქეი კონსტრაქშენის გუნდში
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@bkconstruction.ge
|
|
|
|