Робота для біженців з України
ციფრული პლატფორმების მართვის და განვითარების სამსახ. უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული პლატფორმების მართვის და განვითარების სამსახ. უფროსი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში ციფრული პლატფორმების მართვის და განვითარების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საჭიროებაზე მორგებული ახალ ვებ-აპლიკაციების შექმნაში მონაწილეობა;
** ციფრული პლატფორმების (ვებ-გვერდები, პორტალები, მობილური აპლიკაციები, შიდა სისტემები) განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** არსებული ციფრული სერვისების მუდმივი გაუმჯობესება მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით;
** ციფრული პლატფორმების განვითარებაზე პასუხისმგებელი გუნდის ხელმძღვანელობა და სამუშაოს დაგეგმვა (Scrum/Agile პრაქტიკების გათვალისწინებით);
** პლატფორმების უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობის, სტაბილურობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა;
** პროექტების ტექნიკური და პროცედურული მართვა განვითარების მთელი ციკლის განმავლობაში;
** მონაწილეობა ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიულ დაგეგმვასა და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციაში;
** დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია საჭიროებების გასაანალიზებლად და ტექნიკური გადაწყვეტილებების შესათავაზებლად;
** ანგარიშგება დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და დოკუმენტაციის წარმოება;
** კომპანიის ბიზნეს პროცესებიდან გამომდინარე კონტრაქტორ აუთსორს კომპანიებთან კომპეტენციის ფარგლებში კომუნიკაცია, შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და მიმდინარე პროცესში აქტიური ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, კომპიუტერულ მეცნიერებაში ან დაკავშირებულ სფეროში;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრული პლატფორმების მართვის ან განვითარების მიმართულებით;
** არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** გამოცდილება პროექტების მართვაში (Agile, Scrum ან მსგავსი მეთოდოლოგიებით);
** ციფრული UX/UI პრინციპების ცოდნა და მათი გამოყენების პრაქტიკა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2);

უნარ-ჩვევები:

** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდის მართვის და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ქართულად გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე. (ანაზღაურებადი);
** ანაზღაურება: 4600 ლარი (დარიცხული).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 07.08.2025. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ციფრული პლატფორმების მართვის და განვითარების სამსახურის უფროსი".

"აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ განხორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "საქართველოს მელიორაცია"-ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ag.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე