Робота для біженців з України
ERP სისტემებისა და მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ERP სისტემებისა და მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში ERP სისტემებისა და მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის თანამდებობაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ERP სისტემის მომხმარებლებისა და მათი უფლებების (როლების) მართვა;
** მომხმარებლების მხარდაჭერა - პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრა;
** ახალი პროგრამული ფუნქციონალის ტესტირება;
** მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებების აწყობა;
** ტესტირებული მოდულების მონიტორინგი;
** რესურსების მართვის სისტემის საოპერაციო საკითხებში ჩართულობა;
** ახალი ფუნქციონალის შესახებ ინსტრუქციის შექმნა მომხმარებლებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით);
** ERP (1C) პროგრამაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ქართულად გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე. (ანაზღაურებადი);
** ანაზღაურება: 2950 ლარი (დარიცხული).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 07.08.2025. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ERP-administrator".

"აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "საქართველოს მელიორაციის" მიერ განხორციელდეს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასევე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "საქართველოს მელიორაცია"-ში ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ag.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე