Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: მენარდი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
შპს "მენარდ ჯორჯია" ეძებს ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან ოფისის მენეჯერს, რომელიც ორგანიზებას გაუწევს დოკუმენტაციის მომზადებასა და დამუშავებას, მათი მოწესრიგებას და სისტემაში შეყვანას.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** დოკუმენტაციის (შეთანხმებები, ინვოისები, აქტები, დადასტურების წერილები და სხვ.) მომზადება და მოწესრიგება
** დოკუმენტების დროული შეგროვება, გადამოწმება და არქივირება (როგორც ქაღალდის, ისე ელექტრონული სახით)
** კომპანიის შიდა პროგრამაში მონაცემების ზუსტი შეყვანა
** სარეკლამო, ადმინისტრაციულ და ფინანსურ პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება
** კომუნიკაცია უცხოურ პარტნიორებთან და მშობელ კომპანიასთან (ინგლისურ ენაზე)
** საჭიროების შემთხვევაში სხვა მიმდინარე და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან მიმდინარე განათლება ბუღალტერიის, ფინანსების ან შესაბამის სფეროში
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია)
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (1C ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ვერბალური), უცხოურ კომპანიასთან კომუნიკაციისთვის
** ყურადღება დეტალების მიმართ და მოწესრიგებულობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები
** სასურველია საბუღალტრო და საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა.
** Excel-ისა და საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი)
** ოფისში მუშაობა, თბილისი
** კონკურენტუნარიანი ხელფასი და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნეთ მეილი მისამართზე - mariam.gvasalia@menard-vibro.ae.

გასაუბრებაზე მოხდება მხოლოდ შერჩეული კანდიდატებთან შეხვედრა, Administrative Assistant
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე