დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ბრენდჰენდი
|
გამოქვეყნდა: 14 ივლისი
/ ბოლო ვადა: 14 აგვისტო
|
სარეკლამო კომპანია "ბრენდჰენდი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება და საბუღალტრო ბაზაში ასახვა; კომპანიის Google Spreadsheet
** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** სალაროს/ბანკის ოპერაციების ყოველდღიური ასახვა ბუღალტრულ პროგრამებში და მათი კონტროლი;
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, სისწორის კონტროლი და წარდგენა საგადასახადო ორგანოში;
** საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა ანგარიშგებების მომზადება (სტატისტიკა, საპენსიო ფონდი და ა.შ.);
** saras.gov.ge-ზე ანგარიშგებების წარდგენა;
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება/ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველის სამშენებლო ან წარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება);
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ACCA სერტიფიკატის მქონე კანდიდატებს მიენიჭება უპირატესობა;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა ("ორისი" და "ბალანსი");
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურობა;
** შრომისმოყვარეობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, არჩილ ცაგარელის ქ. # 34-36 (პირველი ორი კვირა სამგორში აბუსერიძე თბელის 15).
** სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი (10:00-18:00), ორშ-პარ, შაბათ-კვირა დასვენება.
** ხელფასი: 1500 ლარი ხელზე გასაცემი, ზრდის პერსპექტივით (1, 700 3-4 თვეში)
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებადი)
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: g.dolidze@isie.ge. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ბუღალტერი".
|
|
|
|