დასახელება:
აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ჯიპიაი ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 14 ივლისი
/ ბოლო ვადა: 14 აგვისტო
|
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
** პროგრამის მომხმარებლებთან კომუნიკაცია სხვადასხვა არხების მეშვეობით;
** კომპანიის გარე მომხმარებლებთან კომუნიკაცია და აპლიკაციასთან დაკავშირებულ საკითხებში დახმარების გაწევა;
** პროგრამული ხარვეზების (ბაგების) იდენტიფიცირება;
** პროგრამული ხარვეზების (ბაგების) გამოკვლევა, დეველოპერებისთვის/მომწოდებლებისთვის გადაცემა და შემდგომი მონიტორინგი;
** დანერგილი პროგრამული მოდულების ფუნქციონალის და ტექნიკური დოკუმენტაციის გაცნობა/ათვისება;
** სერვის დესკიდან და ბიზნეს მხარდაჭერის ჯგუფებიდან შემოსული ყოველდღიური საკითხების შესრულება;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ ენაში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 14 აგვისტო.
ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
|
|
|
|