დასახელება:
სექტორის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
თეგეტა მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 14 ივლისი
/ ბოლო ვადა: 14 აგვისტო
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში სექტორის მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** სერვის ცენტრში მომსახურების მისაღებად შემოსულ მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესის წარმართვა;
** სატრანსპორტო საშუალებაზე შესასრულებელი სამუშაოების განსაზღვრა და დაგეგმვა კომპანიაში არსებული სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად;
** მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, სამუშაო პროცესის დეტალური კოორდინაცია, მონიტორინგი და დროულად შესრულების უზრუნველყოფა;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, შესრულებული სამუშაოს SAP-ERP სისტემაში აღრიცხვა და კონტროლი;
** არასტანდარტული ან რთული პრობლემების იდენტიფიცირებისას ტექნიკურ პერსონალთან (მექანიკოსებთან) კონსულტაციის ჩატარება პროცესის რაციონალურად დაგეგმვის მიზნით;
** მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე დაქვემდებარებული პერსონალის საქმიანობის ანალიზი და კონკრეტული რეკომენდაციების მიწოდება სერვისის ხარისხის გაუმჯობესებისთვის;
** სექტორში დასაქმებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი შეფასება, კონტროლი და ხარისხის სტანდარტების დაცვაზე ზედამხედველობა;
** პროცესის ეფექტურად წარმართვის უზრუნველსაყოფად აქტიური თანამშრომლობა ორგანიზაციის სხვა დეპარტამენტებთან და განყოფილებებთან.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** გუნდის მართვის უნარი;
** პროცესის ეფექტიანად წარმართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის სწორად განაწილების უნარი;
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური, მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ავტოსფეროში სერვისის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ამავე ან მსგავს პოზიციაზე;
** ტექნიკური სფეროს (ავტო/სატრანსპორტო) სპეციფიკის ცოდნა და გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** უცხო ენის ცოდნა B1 დონეზე;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=626
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|