Робота для біженців з України
სტენდური ხერხის დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტენდური ხერხის დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას სტენდური ხერხის დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე

ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ.
მდებარეობა: ქ. თბილისი

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო);
** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს;
** კორპორატიულ ფიტპასს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული ლამინატის და MDF-ის ფირფიტების ვიზუალური ინსპექტირება — დეფექტების, ღრმულების, კუთხეების დარტყმების აღმოჩენა და დაფიქსირება;
** მასალის უსაფრთხო გადაადგილება სტენდურ ხერხამდე სპეციალური ეტლებით ან ხელით, შესაბამისი ინსტრუქციების დაცვით;
** სტენდური ხერხის შემოწმება და გამართვა სამუშაოს დაწყებამდე;
** ჭრის პარამეტრების (სიგრძე, სიგანე, კუთხე) ზუსტი დაყენება ტექნიკური დავალებების ან ნახაზის მიხედვით;
** ხერხის დისკის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და მუშაობის პროცესში უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** ლამინატის და MDF-ის ფირფიტების სიზუსტით ჭრა, შესაბამისი ნახაზისა და შეკვეთის სპეციფიკაციის მიხედვით;
** დანადგართან მუშაობისას უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვა;
** ჭრის პროცესში მტვრის მოცილებისა და ვენტილაციის სისტემის გამართული გამოყენება;
** გაჭრილი მასალის ზომების და კუთხეების სიზუსტის გადამოწმება მეტრიანით, რკალის ლინით ან სხვა საზომებით;
** დაზიანებული ან წუნიანი მასალის დაფიქსირება და შესაბამისი ხელმძღვანელის ინფორმირება;
** სამუშაოს დასრულების შემდეგ სტენდური ხერხის ყოველდღიური წმენდა და მდგომარეობის შემოწმება;
** დანადგარის ელემენტების აცვების ან დაზიანებების აღმოჩენა და ტექნიკური პერსონალისთვის შეტყობინება;
** ინსტრუმენტებისა და პირების გამოცვლა/დაგრძელების საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი მოქმედებების მიღება.
** შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა სამუშაო ჟურნალში ან ელექტრონულ ფორმატში დადგენილი ფორმით;
** გამოყენებული მასალის ხარჯვის, წუნისა და წარმოებული ნარჩენების აღრიცხვა და ანგარიშგება უშუალო უფროსისთვის;
** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (დამცავი სათვალე, ყურის საცობები, ხელთათმანი და სხვ./) გამოყენება შრომის უსაფრთხოების წესების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება ხის/ლამინატის დამუშავების, ავეჯის წარმოების მიმართულებით (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება ლამინატის ან MDF-ის ჭრაში;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა/გუნდურობა;
** ანალიზის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების/გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** დროის მართვის უნარი
** დისციპლინირებულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოების დაცვის უნარი.

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს:

1. განცხადებების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV, საკონტაქტო ინფორმაცია ქართულ ენაზე) და პირადობის მოწმობის ასლი, გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სტენდური ხერხის დანადგარის ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე